ტაქსების რეფორმა, მეტროპოლიტენის რემონტი, ავტობუსების არასაკმარისი რაოდენობა - ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია

გამოქვეყნდა:

თბილისი სატრანსპორტო კოლაფსის წინაშეა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი სულ უფრო დატვირთულ რეჟიმში მუშაობს და მოქალაქეებს უჭირთ დედაქალაქში თავისუფლად გადაადგილება.

ტაქსების კრიზისის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მეტრო მგზავრების გაზრდილ ნაკადს ვეღარ აუდის. 

ქალაქში რომ სატრანსპორტო კოლაფსია, სპეციალისტები უკვე ღიად ლაპარაკობენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყოველდღიურად რთულდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ავტობუსები დაამატეს, მგზავრთა ნაკადი იმდენად დიდია, რომ არსებული სატრანსპორტო პარკი საკმარისი არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ მძიმე ვითარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტაქსების რეფორმამ კიდევ უფრო გაართულა.

ტაქსების რეფორმის ჯერ მხოლოდ ერთი ეტაპი დასრულდა. თბილისის მერია ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს. თეთრად გადაღებილი ტაქსების შემდეგ შესაძლოა, ასაკობრივი ზღვარი დაწესდეს.

თბილისის მერი რეფორმის მესამე ეტაპს აანონსებს, თუმცა მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ამის აუცილებლობას ჯერ ვერ ხედავს.

სატრანსპორტო რეფორმის ახალი ეტაპი რამდენიმე დღეში გამოცხადდება, მანამდე კი თბილისელებს მოუწევს გადაადგილებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევთ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ტაქსი გააჩერონ და რამდენიმე ლარით გაძვირებული ფასი გადაიხადონ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი