კახეთში სეტყვაა - სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. ვიდეოებს სოციალურ ქსელში ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაისეტყვა შილდა, გრემი, საბუე, ალმატი. ჯერჯერობით უცნობია რა სახის ზარალი მიადგა მოსახლეობას.