დამეწყრილი გურია - მოსახლეობა დახმარებისა და თავშესაფრის მოლოდინში

გამოქვეყნდა:

სტიქიური უბედურებას მსხვერპლი მოყვა გურიაშიც. ამ შემთხვევაშიც უამრავი კითხვა დაგროვდა, ხომ არ იყო ამ ნგრევის მაპროვოცირებელი ინერტული მასალების უკანანო და ზღვარგადასული მოპოვება ადგილობრივ მდინარეებში, სადაც პოლიციელებსა თუ ადგილობრივ ჩინოვნიკებსაც აღმოაჩნდათ საკუთარი ინტერესები.  მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ახლა ის ხალხია, ვინც უკვე ერთი კვირაა სიკვდილს თვალებში ჩასცქერის. 

სტიქიის პირველივე დღეებში უამრავი ოჯახი გაიყვანეს თავისი საცხოვრებლიდან, იმის გამო რომ სახლები დანგრევის პირას იყო. მაგრამ პრობლემა გაცილებით უფრო დიდი მასშტაბისაა, გაცილებით უფრო მეტ ოჯახს ესაჭიროება თავშესაფარი, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს, ნაპრალები კი სულ უფრო იზრდება, როგორც საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელ გზაზე, ისე ხალხსა და ხელისუფლებას შორის გადებულ სოციალურ ხიდზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი