სეტყვა კახეთში - მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

გამოქვეყნდა:

სტიქია ყვარლის მუნიციპალიტეტში- ნახევარსაათიანმა სეტყვამ და წვიმამ სასოფლო- სამეურნეო სავარგულები გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, დაზიანდა როგორც ერთწლიანი კულტურა, ასევე მრავალწლიანი ნარგავები, მათ შორის ვენახების ნაწილი.

ძლიერმა სეტყვამ ნაწილობრივი ზიანი მიაყენა საცხოვრებელი სახლების სახურავებსა და ავტომობილებს.
უამინდობამ პრობლემები შექმნა  ელექტრომომარაგების კუთხითაც, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარი და სეტყვა იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ვენახების მცირე ნაწილი.

ავტორი: ია გულიაშვილი

[ფოტო "მთავარ არხს" ყვარლიდან გამოუგზავნეს]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი