თბილისის ერთ რაიონს წყალი მთელი დღით შეუწყდება

გამოქვეყნდა:

თბილისის ერთ რაიონს წყალი მთელი დღით შეუწყდება, - ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს:

"19 სექტემბერს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზ. N17 -თან,  წყალსადენის  ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 19 სექტემბერს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის  რაიონში: ლიახვის, ჟინვალის და ჭოპორტის ქუჩას შესახვევებით, გურამიშვილის გამზ. N 17-33 (კენტებს)", - წერს GWP.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი