
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლაზარე აროშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 27 წლის ახალგაზრდა საქალაქო სასამართლომ 22 მარტს ძარცვასა და თავდასხმაში დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
''მათ ეს ექსპერტიზა წარმოადგინეს და ეს არის აბსოლუტურად გამამართლებელი გარემოება. ვინაიდან მთავარ საგანზე რაც არის, ანუ ტელეფონზე, ფულად კუპიურებსა და ლითონის ფულზე არანაირი გენეტიკური პროფილი ანუ დაზარალებულების და ბრალდებულების არ აღმოჩნდა. თანამონაწილეობა არ დგინდება და კიდევ უფრო მეტიც, სხვა პირს ეკუთვნის'' - ამბობს დაზარალებულის ადვოკატი.
თავად მსჯავრდებული და მისი ოჯახის წევრები დაკავებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსთან, ჯონი კოშაძესთან მომხდარ უთანხმოებას უკავშირებენ. დაკავებულს სოლიდარობას პარტია "დროაც" უცხადებს.