საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლა იქნება

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 სექტემბერს საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. მინისტრი, ილია დარჩიაშვილი კოლეგას გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვდა.

უწყება ამბობს, რომ მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

"ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში", - წერია განცხადებაში.

საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს 70-ზე მეტ ქვეყანასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი