20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული პერიოდულობით შეიზღუდება - მერია

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ცნობით, 20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული პერიოდულობით შეიზღუდება.

მერიის თქმით, გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობა გრძელდება.

"მიმდინარე სამუშაოების გამო, 20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, 23:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი