საზოგადოებათბილისში 26 738 აბონენტს გაზი არ აქვს | აღდგენის დრო გამოქვეყნდა: სამშაბათი, 19 სექტემბერი, 2023 - 21:01
კომპანია "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ისანსა და სამგორში ბუნებრივი აირი 26 738 აბონენტს არ მიეწოდება. კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება 18 სექტემბერს 10:00 საათზე შეწყდა და 19 სექტემბერს 22:00 საათზე აღდგება.