ახალციხეში ქვეითს მანქანა დაეჯახა

გამოქვეყნდა:

ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე, მანქანა შუახნის კაცს დაეჯახა. როგორც ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" წერს, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, კაცს ქვემო კიდურის ტრავმა აღენიშნება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი