პაპუნა ლეჟავამ მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რომ დაწერა განცხადება გადადგომაზე - თურნავა

გამოქვეყნდა:

ნათია თურნავა ადასტურებს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას გადადგომას. კითხვაზე, გახდა თუ არა ამის მიზეზი, ფარცხალაძისთვის დაშვებული გამონაკლისი,  თურნავა არ პასუხობს - შეგიძლიათ მას გაესაუბროთ - უპასუხა თურნავამ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ლეჟავამ გადადგომის შესახებ, ელექტრონულად აცნობა:

"პაპუნა ლეჟავამ მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რომ დაწერა განცხადება გადადგომაზე. ძალიან სამწუხაროა კარგი პროფესიონალია, მუშაობდა ამდენი წელი ეროვნულ ბანკში.

მე იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება სხვადასხვა პიროვნებას, ჩემს კოლეგას თუ უკვე ყოფილ კოლეგას ჰქონდეს თავისი შეხედულებები ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ, საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს.აქ ჩემი პოზიცია არის ნათელი შეუქცევადი....აქ ჩემი პოზიცია ესეთია, თუ ამ ნაწილში ვინმეს პოზიცია განსხვავდება, რა თქმა უნდა, გზა თავისუფალია.  " თქვა თურნავამ.

იხილეთ:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი