1 კვირაზე მეტია, თბილისში 49 წლის კაცს ეძებენ

გამოქვეყნდა:

1 კვირაზე მეტია, თბილისში 49 წლის ვაჟა ჯოჯიშვილს ეძებენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ის ნაძალადევის რაიონში მდებარე სახლიდან პარასკევს, 15 სექტემბერს გავიდა, თუმცა იმავე დღეს ის თემქაზე, კლინიკაში გადაიყვანეს. 

"შაბათს, დილით, 9 საათზე გამოუშვიათ საავადმყოფოდან. მას მერე ეძებენ. პოლიციაც ჩართულია და კვალი არ ჩანს", - ამბობს ოჯახის ახლობელი "მთავარი არხის" ვებგვერდთან.

მისივე ცნობით, დაკარგული ბოლოს გუშინ, ლესელიძის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია. 

დაკარგულ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი