გიორგი ბაქრაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას "მთავარი არხის" ვებგვერდს თავად გიორგი ბაქრაძე უდასტურებს.
შეგახსენებთ, ფარცხალაძისთვის დაშვებული გამონაკლისის გამო, სებ-ი ცოტა ხნის წინ დატოვეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა, პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმაც.