
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, ხვალ, 22 სექტემბერს, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ.
კომპანია ამბობს, რომ გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 22 სექტემბერს დილის 11:00 საათიდან 23 სექტემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში:
სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.