შვილისთვის ნაჩუქარი ეკლესია, მიწის ნაკვეთები, კომერციული ფართი, ბინები და წილები კომპანიებში - ოთარ ფარცხალაძემ "ქართული ოცნების" და ეროვნული ბანკის მიერ მიცემული შესაძლებლობით ისარგებლა და უძრავი ქონება შვილს გადაუფორმა. ამ ტრანზაქციით ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, რომელიც დამნაშავედ არის გამოცხადებული, სანქციებს ნაწილობრივ აარიდა თავი და ფაქტობრივად გადაარჩინა ქონება, რომელსაც საქართველოში ფლობდა.
ამ ოპერაციის ჩასატარებლად მთელი სახელისუფლებო რესურსი იყო მობილიზებული - ეროვნული ბანკის ნაბართვის გარდა საქმეში უსიტყვოდ ჩაერთო იუსტიციის სამინისტროც, რომელმაც სანქცირებულ რუსეთის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობის შეჩერების პროცედურა დროში გაუწელა და ოპერაციების მშვიდად განხორციელების შესაძლებლობა მისცა.