
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ხანძარია. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სამსართულიანი შენობის სახურავში გაჩნდა.
როგორც ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" წერს, აღნიშნულ შენობაში სავაჭრო ობიექტია განთავსებული.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი და პოლიცია.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.