
თბილისში, ბაგების სტუდქალაქში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადავარდა და ადგილზევე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, 2 წლის ბავშვი სახლში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც აივანზე გავიდა და გისოსებიდან გაძვრა.
დამატებით დეტალებს "მთავარი არხის" ვებგვერდი შსს-ში არკვევს და ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.