სტეფანწმინდაში "კამარა ჰესის" პროექტი განახლდა | სპეციალისტების საგანგაშო პროგნოზი და მოსახლეობის პროტესტი

გამოქვეყნდა:

თერგის ხეობაში დატრიალებული ტრაგედიისა და გამანადგურებელი ღვარცოფის კვალი დარიალის მიდამოებში დღესაც შესამჩნევია. მილიონობით კუბი ბეტონის კონსტრუქციები, რომელიც სტიქიას ნაფლეთებად უქცევია, უკვე წლებია ერთგვარი მონუმენტია იმის შესახსენებლად, რა შეიძლება მოჰყვეს ბუნების კანონების უგულებელყოფას.

მაგრამ ამგვარი სტიქიის გზაზე ხელოვნურად აღმართული ნაგებობა ან გეოლოგიურად არამდგრად ქანებში ჰესისთვის გვირაბის გაჭრა ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ასაფეთექებელ მოწყობილობას რომ ვინმემ ტროტილი დაუმატოს.

შოვის ტრაგედიიდან სულ რაღაც ერთი თვეა გასული და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, "კამარა ჰესის" პროექტი განაახლეს. კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით პირველივე დღიდან გაუჩნდათ სპეციალისტებსაც და მოსახლეობასაც. პროცესი დროში გაწელეს იმ გათვლით, რომ სპეციალისტები დაიღლებოდნენ, მოსახლეობას კი რამეს მოუხერხებდნენ. ახლა კი პროექტი ისე გრძლედება, რომ ბოლომდე არავინ იცის რა საფრთხეს უქადის ის ხეობის ათამდე სოფელს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი