
რუსული სანქცირებული ნავთობი საქართველოში. "ოცნების" ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ასაჯაროებს ფაქტებს, რომლითაც დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული საერთაშორისო შეზღუდვების შემდეგ საქართველო ოკუპანტი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი გახდა.
სანაპირო უსაფრთხოების ბათუმის სამმართველოს ყოფილი უფროსის თქმით, ფოთისა და ბათუმის პორტებში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ათობით ტანკეტი შემოდიოდა, რომელიც "როსნეფტის" სანქცირებული ნავთობით იყო დატვირთული. სქემის მიხედვით, ტვირთს საქართველოში ეცვლებოდა წარმოშობის სერტიფიკატი და მხოდოდ ამის შემდეგ გადიოდა რეექსპორტზე. დანაშაულებრივი სქემის მიღმა ოლიგარქი ივანიშვილი დგას, შემსრულებელი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო.
ავტორი: ზურა პეტროსიანი