
Facebook შეფერხებით მუშაობს. სოციალური ქსელით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
Downdector-ის მონაცემებით, მომხმარებელთა 42% ამბობს, რომ საიტზე შესვლის პრობლემა აქვთ, 42%- ის თქმით აპლიკაცია შეფერხებით მუშაობს, 16%-ს კი Facebook-ზე შესვლა უჭირს. მომხმარებლები წერენ, რომ პრობლემაა სოციალურ ქსელში ბმულების გაზიარების კუთხითაც.