3 დღის წინ გაუჩინარებული კაფე "ბაუჰაუსის" თანამშრომლები მაშველებმა მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს. არავინ იცის რა მოხდა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე სამსახურიდან გავიდნენ და გაუჩინარდნენ. ორდღიანი უშედეგო მოკვლევის შემდეგ, მაშველებმა დღეს ახალგაზრდების ძებნა მტკვარში დაიწყეს.
მაშველებმა თავდაპირველად 24 წლის ბაია ბერუაშვილი იპოვნეს, რამდენეიმე საათში კი მდინარიდან 25 წლის გიორგი შალამბერიძის ცხედარიც ამოიყვამნეს. დაღუპულების ოჯახის წევრები მთელი დღე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ, მომხდარის შესახებ მათ სწორედ სამართალდამცველებმა შეატყობინეს. ცხედრები, მალევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ჯერ-ჯერობთ უცნობია, აქვთ თუ არა ახალგაზრდებს სხეულის დაზიანება.
კაფე "ბაუჰაუსთან" დილიდან არავინ გამოჩენილა, უცნობია ამოიღეს თუ არა სამართალდამცავებმა ბართან ახლოს მდებარე სათვალთავლო კამერების ჩანაწერები. იქ კი სადაც ახალგაზრდების კვალი ქრება გვითხრეს, რომ არც ერთი ობიექტიდან სამართალდამცავებს კამერების ჩანაწერები არ ამოუღიათ.
კაფე "ბაუჰაუსთან" საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. უბედური შემთხვევის შესახებ დეტალები უცნობია, არავინ იცის რა მოხდა კაფე "ბაუჰაუსთან" და რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი. გამოძიება კი თავისუფლების უკანონო აღკვეთისდ მუხლით დაიწეყო.
კვალი ვერცხლის ქუჩაზე დილის 5 საათზე იკარგება, უცნობია საიდან მოხვდნენ ისინი ამ ქუჩაზე მაშინ, როცა ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა მათი სამსახურიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, მტკვარში იპოვეს.