ბახტრიონზე გზის საფარი დაზიანდა - საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა

გამოქვეყნდა:

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ გზის საფარი დაზიანდა, რის გამოც, 23:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა ბახტრიონის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს შეეხება.

მერიის განცხადებით, გზის საფარი უახლოეს დღეებში აღდგება. 

[ფოტო "მთავარ არხს" ადგილობრივებმა მოაწოდეს]

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი