ყარაბაღში საწვავის საცავში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა - დაკარგულად 105 პირი ითვლება

გამოქვეყნდა:

26 სექტემბერს ყარაბაღში,  სტეფანაკერტის მახლობლად საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. სომხური მედია ექსპერტიზის ბიუროზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპული მოქალაქეებიდან 21-ის ვინაობა ცნობილია, დანარჩენების არა.

დაშავდა 290 ადამიანი, მათგან 168 სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. უცნობია 105 ადამიანის ადგილსამყოფელი. შესაბამისი სამსახურები მონაცემებს აგროვებენ.

აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა მოსახლეობა, რეგიონის დასატოვებლად, საწვავის მისაღებად რიგში იდგა. რამ გამოიწვია აფეთქება, ამ ეტაპზე უცნობია.

სამშაბათს, 16:00 საათის მონაცემებით, სომხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ყარაბაღის 120 000 ეთნიკურად სომეხი მოსახლეობიდან სულ მცირე 28 120 ადამიანი ჩავიდა სომხეთში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი