
დაპირისპირებით დაიწყო საკრებულოს სხდომა ოზურგეთში. საკრებულოს თავმჯდომარე აღირებს, რომ ქვემო ნატანების სკოლაში არსებულ პრობლემებზე ხელისუფლებას ინფორმაცია ჰქონდა და სასწავლო პროცესი მაინც დაუშვა. დავით დარჩიას ამ განცხადებას ხმაური მოჰყვა.
ხმაურის მიზეზი გახდა ოპოზიციის მიერ დასმული კითხვები გურიაში მომხდარ სტიქიაზე, ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგები ბოლომდე შეფასებულიც კი არ არის.
შეგახსენებთ, 25 სექტემბერს ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა და სკოლის დამლაგებელსა და ერთ მშობელს დაეცა.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე