
ბათუმში 30 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. აფხაზეთი საქართველოა -ამ გზავნილით ზღვისპირა ქალაქში მსვლელობა გაიმართა.
ნაციონალური მოძრაობის წევრები, მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და ბათუმელი ახალგაზრდები თავდაპირველად სოხუმის ქუჩაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. მათ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს მოუწოდეს, ჩაწერონ ვიდეო მთავარი გზავნილით - აფხაზეთი საქართველოა და განათავსონ სოციალურ ქსელში.
აქციის მონაწილეების მსვლელობის ბოლო ლოკაცია ბათუმის ნავსადგური იყო, სადაც ორგანიზატორებმა მიხეილ სააკაშვილის სპეციალური მიმართვა წაიკითხეს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე