სამეგრელოში ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა | ის ადგილზე გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა. 34 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კაცი სახლის წინ მდებარე ელექტროგადამცემი ბოძიდან მდინარეში, თევზაობის მიზნით, დენის გაყვანას ცდილობდა.

ახლობლების ცნობით, გარდაცვლილი დარჩელის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში სტიქაროსანი იყო. 

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი