30-წლიანი გაუნელებელი ტკივილი | გმირი დედები და მებრძოლების უცნობი ისტორიები

გამოქვეყნდა:

ტრაგედიის 30-წლიანი ისტორია. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღიდან ტკივილი, რომელსაც ასობით ათასი ადამიანი განიცდის, ამ დრომდე არ განელებულა. დევნილები, რომლებმაც დაკარგეს ყველაფერი; ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს ნათესავები; ქვეყანა, რომელსაც დაკარგული აქვს ტერიტორიის დიდი ნაწილი. ომი აფხაზეთში და მისი შედეგები ამ დრომდე რჩება საქართველოს უახლესი ისტორიის მთავარ მოვლენად და მთავარ პრობლემად, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების განვითარებას უკიდურესად აფერხებს.

საჭირო გახდა წლები, მაგრამ საბოლოოდ ფაქტებით დადასტურდა და საზოგადოებაშიც ჩამოყალიბდა კონსენსუსი, რომ ომი აფხაზეთში იყო ომი რუსეთთან, რომელსაც საქართველოში გავლენის შენარჩუნება სურდა. კრემლის მიერ წახალისებულმა სეპარატისტებმა წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც რუსეთისგან იარაღი, ფინანსური და ცოცხალი ძალით დახმარება მიიღეს. აფხაზურ რუსული სამხედრო ტანდემი პარალელურად ყველა სამშვიდობო შეთანხმებას არღვევდა, რისი შედეგიც იყო საბოლოო ჯამში სოხუმის დაცემა.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი