
თაობა, რომელიც დევნილობაში დაიბადა - რას ფიქრობენ ახალგაზრდები, რომლებიც წარმოშობით აფხაზეთიდან არიან, მაგრამ არასდროს ყოფილან საქართველოს ამ მხარეში. ტრაგიკული მოგონებების, ან მძიმე ბავშვობის მიუხედავად, ყველა მხოლოდ სითბოთი საუბრობს ქალაქებსა და სოფლებზე, სადაც მათი მშობლები ცხოვრობდნენ.
დევნილობაში გაზრდილი ახალგაზრდები ყოველთვის ამბობენ, რომ წარმოშობით აფხაზეთიდან არიან - სადაც დაბრუნება სურთ. და ყველა აცნობიერებს, რომ მთავარი წინაღობა ამ გზაზე არც ენგურის ხიდია, არც ქართველებსა და აფხაზებს შორის უთანხმოება, არამედ რუსეთი - რომელმაც ხელოვნურად შექმნა და გააღვივა სისხლიანი ომი საქართველოში.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე