
სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონის სოფელ მედანში, იმ პირის სახლში, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საკუთარი საცხოვრებლის დაყაჩაღების სცენა დადგა, ხანძარი გაჩნდა.
ცნობილია, რომ საცხოვრებელი სახლი სრულად დაწვას გადაურჩა, თუმცა რამდენიმე ოთახი დაზიანდა - ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.
სახლის მეპატრონე ამ წუთებში იკითხება - სამართალდამცველებთან ის ამბობს, რომ სახლში სადენები გაუმართავი იყო, მთელი დღის განმავლობაში კი დენთის სუნი იგრძნობოდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი საეჭვო ვითარებაში გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ავტორი: ემა გოგოხია