
სკოლის მოსწავლეთა მშობლები ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობას აპროტესტებენ და სახელმწიფოსგან სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამის დანერგვას ითხოვენ.
პეტიცია ორგანიზაცია "მშობელთა განათლებისთვის" ინიციატივით გამოქვეყნდა, ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით 2 000-ზე მეტ მშობელს აერთიანებს.
"დღეისათვის გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვებას. ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ზრდის ბავშვებს შორის უთანასწორობას. ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, ეს იმის ხარჯზე, რომ სკოლის სივრცე ნაქირავები აქვს კერძო პირს და ბუფეტის ნაცვლად იქ გახსნილი აქვს მაღაზია, სადაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობს.
ე.წ ბუფეტში იყიდება გაზიანი სასმელები, მდარე, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული, რაც ეწინააღმდეგება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N410-ს, რომლითაც განსაზღვრულია სასკოლო კვების აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალი (საღეჭი რეზინი, კანფეტები, ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) - წერია პეტიციის ტექსტში.
ხელისმომწერები ითხოვენ: