ხულო-დიდაჭარის გზაზე კლდე ჩამოიშალა - გავრცელებული ინფორმაციით, გზის მშენებლობისას კლდეს ძირი გამოუთხარეს

გამოქვეყნდა:

ხულო-დიდაჭარის გზაზე კლდე ჩამოიშალა. გამოცემა "ბათუმელების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გზის მშენებლობისას კლდეს ძირი გამოუთხარეს. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ მონაკვეთზე ასფალტი ახალდაგებულია და სამუშაოები დასრულებული.  მათი თქმით, მსგავსი პრობლემები სხვა მონაკვეთებზეცაა და საფრთხე ექმნებათ როგორც მგზავრებს, ასევე ადგილობრივებს. 

ადგილი, სადაც კლდის და მიწის მასა ჩამოიშალა, ახლოსაა "შუახევჰესის" გვირაბთან.

ფოტო: "ბათუმელები"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი