საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში, ყურძნით დატვირთული ზილის მარკის ავტომობილი ამობრუნდა. მძღოლმა, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობისას, სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა. არსებული ინფორმაციით, მან მცირე დაზიანებები მიიღო. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.