დასაქმების მაგივრად გაძარცვულები - ნორვეგიაში, სამუშაოდ წასული ქართველები თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდნენ

გამოქვეყნდა:

ქვეყნიდან სოციალურ გაჭირვებას და უპერსპექტივობას საზღვარგარეთ გაქცეული მოქალაქეები, რომლებიც თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. ნორვეგიაში დასაქმების მაგივრად, გაძარცვულები აღმოჩნდნენ. ასეთი რამდენიმე ათეული ადამიანია. 2007 წელს თაღლითობისთვის გასამართლებულმა, წლების შემდეგ გასამდიდრებლად ისევ თაღლითური სქემა შექმნა. 

პირი, რომელიც ხალხს დასაქმებას ჰპირდებოდა ეცნობოდა, როგორც თამარ სალუქვაძე-ინგოროყვა, სინამდვილეში მაია სალუქვაძეა. სიმართლე, მას შემდეგ გაირკვა რაც სამუშაოდ წასული ადამიანები მიხვდნენ, რომ მოატყუეს და დამსაქმებელზე დაიწყეს ინფორმაციის მოძიება. ირკვევა, რომ მაია სალუქვაძეს 2007 წელს თაღლითობის მუხლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას უპატრონო ბავშვთა სახლისთვის შეგროვებული შემოწირულობის გაფლანგვა დაუდასტურდა და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. კითხვებზე პასუხების მოსასმენად დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა. 

დაზარალებულები გვიყვებიან, რომ ნორვეგიაში დასაქმებისთვის ქართველები პოლონეთში არამარტო საქართველოდან, არამედ გერმანიიდანაც ჩავიდნენ. მათ დატოვეს სამსახურები და შედარებით მაღალანაზღაურებად სამუშაოს დასთანხმდნენ. მაია სალუქვაძემ ყველა მათგანი ვარშავას ერთ-ერთ სასტუმროში შეკრიბა, საიდანაც ავტობუსით უნდა წაეყვანათ ნორვეგიაში, თუმცა წასვლამდე 1 დღით ადრე დაურეკა ჯგუფს და უთხრა რომ ნორვეგიის მაგივრად, სამუშაოდ ფინეთში წაიყვანდა. 

დაინტერესდებიან თუ არა ამ თაღლითური სქემით ქართველი სამართალდამცავები და მიაწვდიან თუ არა პოლონურ მხარეს ინფორმაციას ეს მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. მოტყუებული ქართველები კი ითხოვენ რომ დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი