რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. "ინფო რუსთავის" ცნობით, "ტოიტას" მარკის მსუბუქ მანქანას ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.
ავტომობილში მყოფმა 6-ვე პირმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა, მათ დაზიანებები არ მიუღიათ.
მომხდარის გამო, გზაზე საცობია და გადაადგილება პრაქტიკულად შეჩერებულია.
სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება, დაახლოებით, 20 წუთია უჭირთ.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.