"ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება" | გამომცემელთა ასოციაცია

გამოქვეყნდა:

"წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება" - ამის შესახებ
ინფორმაციას სოციალურ ქსელში "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია" წერს. 

"გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ კარგი გადაწყვეტილება, რომლის მისაღწევადაც ჩვენმა ასოციაციამ მონდომება არ დაიშურა.

წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება. ამ გადაწყვეტილებით ასოციაცია ინარჩუნებს ტრადიციას, ითვალისწინებს როგორც ჩვენი სექტორის, ისე მთელი სახელმწიფოს ინტერესებს და რჩება ევროპულ კონტექსტში.

ამჟამად ვაზუსტებთ დეტალებს და ახლო მომავალში დაგიბრუნდებით უფრო ვრცელი განცხადებით" - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოიკოტში მყოფნა გამომცემლებმა მიიღეს  გადაწყვეტილება, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სახსრებით წარსდგენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი