ელექტროენერგიის ტარიფი, შესაძლოა, ისევ გაიზარდოს. საქართველოში ელექტროენერგიის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი რუსული ენერგოკომპანია "ინტერ რაო" საექსპორტო ელექტროენერგიის 7%-ით გაძვირებას გეგმავს. მიზეზი რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებაა. რუსულმა ენერგოგიგანტმა "ინტერ რაომ" ელექტროენერგის გაძვირების შესახებ უკვე გააფრთხილა საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩინეთი და მონღოლეთი.