ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, სინწას დასახლებაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, სხვენში არსებული ელექტროსადენები გახდა. 

ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი და ორი არასრულწლოვანი შშმ პირი იმყოფებოდა, რომლებიც ცეცხლიდან მეზობლებმა გამოიყვანეს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების თქმით, ადგილზე მისულ სახანძრო მანქანას ხარვეზი აღმოაჩნდა, რის გამოც ხანძრის ჩაქრობა დაახლოებით 15 წუთით დაგვიანდა. 

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

ავტორი: ემა გოგოხია
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი