შოვის ტრაგედია | პასუხგაუცემელი კითხვები და გაჭიანურებული გამოძიება

გამოქვეყნდა:

შოვის ტრაგედიიდან ორი თვის თავზე დაზარალებულების ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ, საიდანაც ხელისუფლების უგულო და არაპროფესიონალური მიდგომის კიდევ უფრო გამაოგნებელ მაშტაბებს აეხადა ფარდა. 52 წუთი დასჭირდა გადაწყვეტილების მიღებას, უნდა ჩართულიყო თუ არა ვერტმფრენი სამაშველო სამუშაოებში. ანუ თითქმის ერთი საათი ფიქრში დაიკარგა. არადა, ამ დროს ტელევიზიებით და სოციალური ქსელებით უკვე ვრცელდებოდა ვიდეოები შემთხვევის ადგილიდან, და ამ კადრებიდანაც კი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო კატასტროფის მასშტაბები.

ცხედრების ძებნა კი კვირების განმავლობაში გაგრძელდა. ოღონდ, ახლა ირკვევა, რომ ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს ფოტოები, თუ სად და რა ვითარებაში იქნა ცხედრები ნაპოვნი. არადა ეს სტანდარტული და აუცილებელი საგამოძიებო პროცედურაა. ხელისუფლების მცდელობა პირველივე დღეებიდან გასაგები იყო - შოკის ეფექტის მაქსიმალურად გაწელვა, და საკუთარი პასუხისმგებლობის ნაცვლად ყურადღების სხვა ობიექტებზე გადატანა. თუმცა, რაც დრო გადის, კითხვები სულ უფრო მეტი ჩნდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი