სამეგრელოში შუახნის კაცს მანქანა დაეჯახა | მისი მდგომარეობაა კრიტიკულია

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში, ხობი-საჯიჯაოს გზაზე 50 წლამდე კაცს ავტომობილი დაეჯახა. ის ზუგდიდის რეფერალურ სსაავადმყოფოშია გადაყვანილი - მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კაცი მიკროავტობუსიდან გადმოვიდა და გზის გადაჭრას ცდილობდა - მას საპირისპირო მხარეს მომავალი მანქანა დაეჯახა. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

ცნობილია, რომ დაშავებულის ოჯახის წევრები მის კრიტიკული მედიცინის კლინიკებში გადაყვანას ცდილობენ, თუმცა მათ ეუბნებიან, რომ ამ დროისთვის საავადმყოფოებში ადგილი არ არის, რის გამოც, პაციენტი ისევ ზუგდიდის კლინიკაში რჩება.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი