წალენჯიხის სოფელ სქურის მოსახლეობამ აქცია გამართა და გზა გადაკეტა. ადგილობრივები წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
მათი თქმით, გზის დაგების დროს კომპანია "ინდიკომ" ცენტრალური მილი დააზიანა. მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიას თვითონაც მიმართეს და თვითმართველობამაც მიმართა, თუმცა თვეზე მეტია 170 ოჯახს წყალი არ აქვს.
ადგილობრივები თვითმმართველობას 4 დღეს აძლევენ, რომ მოსახლეობას უშუამდგომლოს კომპანიის ხელმძღვანელთან, სოსო გადელიასთან. მოსახლეობა ამბობს, რომ ის "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია და ამბობს, რომ მილს როცა მოიცლის, მაშინ გააკეთებს.
თუ პრობლემა არ მოგვარდება ადგილობრივები ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ. ცნობისთვის "ინდიკო" სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძაშვილის, იოსებ გადელიას კომპანიაა.
ავტორი: ემა გოგოხია.