ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 14 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მას, სავარაუდოდ, ერთ-ერთი კიდური მოტეხილობა აღენიშნება.
"მთავარი არხის" ვებგვერდს მომხდარი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა, მათი თქმით, დამატებითი დეტალები უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს მანქანა იმ დროს შეეჯახა, როდესაც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.