საბავშვო ბაღების სავალალო ინფრასტრუქტურა. ქუთაისში მომხდარი შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყნის მასშტაბით, სკოლამდელი დაწესებულებების შენობების უმრავლესობა უკიდურესად ავარიულ მდგომარეობაშია. მშობლების უმრავლესობა უარს ამბობს ქუთისის მე-14 ბაღში ბავშვების მიყვანაზე - მიზეზი კი მარტივია, შენობას რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში იყო ბოლო დღეებში ახალ და უფრო დიდი ბზარები გაუჩნდა.