გორთან, ავტობანზე 10 წუთის შუალედით, 3 ავარია მოხდა, - ინფორმაციას რეგიონული მედიასაშუალება "ტვ მონიტორინგი" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად 1 პირი დაშავდა, 6 მანქანა კი დაიმტვრა.
გამოცემის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა, რა დროსაც მას უკნიდან მანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციას, კიდევ ერთი მანქანა შეეჯახა.