შეკვეთილში, მდინარე ნატანების ხიდის ნაწილი ჩაინგრა

გამოქვეყნდა:

შეკვეთილში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ნატანების ხიდის ნაწილი ჩაინგრა. ამ დროისათვის ტერიტორია გადაკეტილია, მოძრაობა კი შემოვლითი გზითაა შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ გურიაში გასულ ღამეს სტიქია იყო.  ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ოზურგეთი. უხვმა ნალექმა დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და კომერციული შენობები. მათ შორის ოზურგეთის ცენტრალური ბაზარი, სადაც დასაქმებულებს პროდუქცია რომელიც მათი შემოსავლის ერთადრთი წყაროა,  სრულად გაუნადგურდათ.  ხალხი დახმარებას ითხოვს.

ფოტო: გურიაtv

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი