მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 132-135-ე კმ-ზე მდებარე დევდორაკის გვირაბში მოძრაობა შეზღუდულია. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გვირაბში დაზიანებული ელექტროსისტემის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ავტომობილებს მოძრაობა შემოვლითი გზაზე შეუძლიათ.
''საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროსისტემის აღდგენის სამუშაოები. რის გამოც, დროებით შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა და გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით'' - ნათქვამია საავტომობილო დეპარტამენტის განცხადებაში.