
სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას საცხოვრებელი ბინის კარზე უცნობმა პირებმა ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო - ჯვარი, კედელზე კი რუსეთის დროშა დახატეს. ბაირამოვა დღეს, 7 საათზე საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.
"კარი რომ გავაღე ვნახე კარზე ჯვარი, კედელზე კი რუსეთის დროშა. მაბრალებდნენ მე რატომ შეურაცხყოფას ვაყენებ ქართულ რელიგიას. იმედი მაქვს იქნება ეფექტიანი გამოძიება, არ ვიცი ამის დიდად იმედი არ მაქვს წინა შემთხვევებიდან გამომდინარე, როცა არ მოხდა არცერთი ადამიანის დაკავება. კონკრეტული ჯგუფების, თავისი მესიჯბოქსები ძალიან ახლოს არის მმართველი პარტიის, გინდ დეპუტატების, გინდ სხვადასხვა თანამდებობის პირის, იგივე შინაარსის მიმართვები აქვს", - ამბობს ბაირამოვა.
მისივე თქმით, კარზე "შინ ევროპისკენ" და ქალთა ძალის სიმბოლიკა ჰქონდა, კედელზე კი "გახსოვდეს აგვისტოს ომი" ლოგო.