
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.
ისინი ზუგდიდი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, დაშავებულებს საშუალო სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შეჯახების სავარაუდო მიზეზი კი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მოგვიანებით, 2 მცირეწლოვანი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ.
ავტორი: ემა გოგოხია