მაღლაფერიძე წავიდა - საზმაუს დირექტორმა 6 წლით დაკავებული თანამდებობა 3 წელში დატოვა

გამოქვეყნდა:

გადადგა თუმცა, დეტალები არ განმარტა. 6 წლით დაკავებული მაღალანაზღაურებადი თანამდებობა 3 წელიწადში და საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე დატოვა. უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას გაუფრთხილდა და გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ პირველი არხის მიუკერძოებლობაზე კითხვები არ გაჩნდეს. უკავშირდება თუ არა ეს ნაბიჯი პოლიტიკურ გეგმებს? ეს ვერსია თავადვე გამორიცხა. 

პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას რომ არ აპირებს, ამაში დღეს არწმუნებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოსაც, რომლისთვისაც ასევე მოულოდნელი აღმოჩნდა გენერალური დირექტორის გადადგომა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირებს ყოფილ დირექტორთან მთავარი კითხვა ფინანსებთან დაკავშირებით აქვს. 

საარჩევნოდ პირველი არხის მიუკერძოებლობასა და რეპუტაციაზე მეტად კითხვებს მაუწყებლის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ბიუჯეტი უჩენს ხელისუფლების ოპონენტებს. მათი აზრით, მაღლაფერიძეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით არ მიუღია. შესაძლო მიზეზად კი სწორედ ტელევიზიის ფინანსები და მისი კონტროლის სურვილი სახელდება, თუმცა არა ტელევიზიის სასარგებლოდ. 

კიდევ ერთი ვერსია რამაც დღეს გაიჟღერა და რაც შესაძლოა მის გადადგომას უკავშირდებოდა ეს ისევ ფინანსები და აუდიტის დასკვნაა, რომელიც პროკურატურაშია გადაგზავნილი. თავად მაღლაფერიძე ხელს სხვებისკენ იშვერს. 

რატომ გახდა ტელევიზიის მიუკერძოებლობა ასეთი მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ და რატომ არ გადადგა მაღლაფერიძე წინა არჩევნების დროს? ეს გაუგებარია სამოქალაქო სექტორისთვის. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი საარჩევნოდ პირველ არხზე კრიზის შექმნაც იყოს.   

ვასილ მაღლაფერიძემ მისი წინამორბედების მსგავსად თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. ვასილ მაღლაფერიძის შემცვლელს კონკურსით შეარჩევენ. განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. მომავალ გენერალურ დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო 6 წლის ვადით აირჩევს, თუმცა მოესწრება თუ არა ეს საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი