ხობში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში, ავარიის შედეგად, 4 პირი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ცნობილია, რომ ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო პოლიცია. ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი