წყალდიდობის შედეგები გურიაში | უყურადღებოდ მიტოვებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

სტიქია გურიაში და უყურადღებოდ მიტოვებული მოსახლეობა. უკვე მეოთხე დღეა სოფელი ჯაფარეული გარესამყაროს არის მოწყვეტილი, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ხალხის დასახმარებლად არაფერს აკეთებს. რამენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ სტიქიის ეპიცენტრიდან მძიმე ტექნიკაც გაიყვანეს და ახლა სოფლის მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევს მძიმე შედეგებთან გამკლავება. პრობლემები კი დასახლებაში ბევრია. ინფრასტრუქტურა სოფელში ფაქტობრივად განადგურებულია, სოფელს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია, გზები კი იმდენად დაზიანებულია, რომ ადგილობრივებს ფეხით გადაადგილებაც უჭირთ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი